Accentnews.ge
ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

20/12/2022 11:07:34 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში – დონეცკის ოლქში, ბახმუტში ჩავიდა, სამხედროებს შეხვდა და უკრაინელი დამცველები დააჯილდოვა. ამის შესახებ მედია და ოფიციალური პირები იტყობინებიან.

იუწყებიან, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამჟამად ბახმუტი ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, სადაც ოკუპანტები შეტევით ოპერაციების განხორციელებას ცდილობენ.

ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე მოვლეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზოგადოებისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც:

„ბახმუტი ფრონტის მთელ ხაზზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული არმიების ჩასანაცვლებლად მოდიან. მხოლოდ დაფიქრდით ამაზე – რუსეთმა უკვე დაკარგა უკრაინაში 99 000 ჯარისკაცი. ამ დღეებში იქნება ოკუპანტების 100 000-იანი დანაკარგი. რისთვის? ამაზე პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არც ექნებათ. ისინი აწარმოებენ ომს და ადამიანების სიცოცხლეს ხარჯავენ – სხვა ადამიანების, არა თავიანთი ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების და მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში რაღაც ხროვას არ შეუძლია შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S