Accentnews.ge
EUMM-ს წევრების დაკავება -ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში შეხვედრებს გამართავს

EUMM-ს წევრების დაკავება -ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში შეხვედრებს გამართავს

25/10/2019 11:27:20 კონფლიქტები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის ჟან კრისტოფ ბელიარის განცხადებით, ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების დაკავება ნამდვილად სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რასაკვირველია, ძალიან დიდი პრობლემაა. 

როგორც ჟან კრისტოფ ბელიარი აცხადებს, ევროკავშირი აუცილებლად განიხილავს ამ საკითხს.

„პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი. სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება რუს კოლეგებს. ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას“, – განაცხადა ჟან კრისტოფ ბელიარმა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S