Accentnews.ge
უკრაინა Starlink-ის ათი ათასზე მეტ ტერმინალს მიიღებს

უკრაინა Starlink-ის ათი ათასზე მეტ ტერმინალს მიიღებს

20/12/2022 12:12:32 ევროპა

უკრაინა უახლოეს თვეებში Starlink-ის ათი ათასზე მეტ ტერმინალს მიიღებს ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან ახალი გარიგების ფარგლებში,– განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა.

„SpaceX-მა და მასკმა სწრაფად მოახდინეს პრობლემაზე რეაგირება და გვეხმარებიან“, - თქვა ფიოდოროვმა და დასძინა, რომ პირდაპირ ჰქონდა მასკთან ურთიერთობა.

მინისტრი ამბობს, რომ მასკი უკრაინას მომავალშიც დაჰპირდა დახმარებას.

უკრაინელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მასკს იმ დღეს მისწერა, როდესაც უკრაინაში რუსეთის იერიშის შემდეგ მასშტაბურად გამოირთო დენი და ბიზნესმენის „რეაქცია მყისიერი იყო და უკვე მიმართა ზოგიერთ ზომას“.

ფიოდოროვმა თქვა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაა მზად, უკრაინას SpaceX-ის მომსახურების ანაზღაურებაში დაეხმაროს, თუმცა ქვეყნები არ დაუზუსტებია.

ომის დაწყებიდან SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის 22 ათასამდე ტერმინალი მიაწოდა. ისინი კავშირის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, როცა არ მუშაობს ინტერნეტთან დაკავშირების სხვა საშუალებები. სატელიტური კავშირის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S