
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
20/12/2022 13:36:10 ეკონომიკა
20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6667 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8368 ლარი გახდა.
1.28-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2443 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.29 თეთრი შეადგინა.