
აშშ–ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის $132 მილიონია გათვალისწინებული
20/12/2022 13:48:29 პოლიტიკა, თავდაცვა
ამერიკის შეერთებული შტატების 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებს 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტში კვლავ ხაზგასმულია, რომ იკრძალება აშშ-ის ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებენ ან მათთან გარკვეული სახის დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებენ.
ჯამში, 2023 წლის ბიუჯეტი აშშ–ის თავდაცვაზე 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ბიუჯეტის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომითა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული.