
საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ს სისტემები გადასცა - მაკრონი
21/12/2022 07:35:39 ევროპა
საფრანგეთმა ახლახან უკრაინას დამატებითი გადასცა იარაღი, - განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში.
„ბოლო დღეებში საფრანგეთმა მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინას – Crotale–ს საზენიტო-სარაკეტო სისტემები, აღჭურვილობა“, - თქვა მაკრონმა.
მან დასძინა, რომ მუშაობს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, რათა 2023 წლის პირველ კვარტალში უკრაინაში დამატებითი იარაღი და საბრძოლო მასალა გაიგზავნოს, რომ უკრაინელებმა თავი დაიცვან დაბომბვისგან. კერძოდ, არხის ცნობით, პარიზი გეგმავს, უკრაინას Caesar–ის დამატებითი მოწყობილობა გადასცეს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამავე არხთან ინტერვიუში Crotale-ის საზენიტო–სარაკეტო სისტემები დაასახელა იმ იარაღთა რიცხვში, რომლითაც უკრაინას შეუძლია, დაიცვას თავი რუსული დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებისგან.