Accentnews.ge
რუსულ Tatneft-ს უკრაინაში 115 ობიექტი ჩამოართვეს

რუსულ Tatneft-ს უკრაინაში 115 ობიექტი ჩამოართვეს

21/12/2022 07:51:24 ევროპა

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ რუსულ კომპანია Tatneft-ს 115 ობიექტი დააკავა.

დაკავებული ქონბა მოიცავს ნავთობსაცავებს, ბენზინგასამართ სადგურებს, არასაცხოვრებელ შენობებს, მიწის ნაკვეთებს, 118 საწვავის მანქანას და მსუბუქ ავტომობილს.

”ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ბევრი სამუშაო გასწია კომპანია Tatneft-ის აქტივების კორუფციიდან და სხვა დანაშაულებიდან მიღებული აქტივების იდენტიფიკაციის, ძიების და მართვის ეროვნული სააგენტოსთვის გადასაცემად და მათი მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად“, - იტყობინება უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო.

ივლისში უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა "როსნეფტის", "გაზპრომის" და "როსატომის" აქტივების დაპატიმრების შესახებ, რომელთა ღირებულებაც 71 მილიონ დოლარზე მეტია. სააგენტოს ინიციატივით, 11 საწარმოს კორპორაციული უფლებები და უძრავი ქონება დაყადაღდა, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები ეს სამი რუსული სახელმწიფო კორპორაციაა.

უწყების ცნობით, „ამ აქტივების დროული დაკავების წყალობით, შესაძლებელი გახდა ფაქტობრივი მფლობელების მცდელობების დაბლოკვა, გადაეცათ ის ნომინალური მფლობელებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ კონტროლი აქტივებზე“.

მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ჩამოართვას ქონება და აქტივები მას, ვინც მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S