Accentnews.ge
Economist-მა წლის ქვეყნად უკრაინა დაასახელა

Economist-მა წლის ქვეყნად უკრაინა დაასახელა

21/12/2022 08:40:52 ევროპა

ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა უკრაინა წლის ქვეყნად დაასახელა.

„ჩვეულებრივ, ეს პატივი ენიჭება ქვეყანას, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ბოლო 12 თვეში. ასე რომ, უკრაინა, გარკვეული გაგებით, უჩვეულო არჩევანია, რადგან უკრაინელების უმეტესობის ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუარესდა ვლადიმირ პუტინის შეჭრის შემდეგ: ბევრი ადამიანი დაიღუპა, ქალაქები განადგურდა და დაიწვა, მილიონობით ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი, უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით, მესამედით შემცირდა, რუსეთის თავდასხმების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ბევრი უკრაინელი სიბნელეში კანკალებს და მაინც, უკრაინელებმა თავი გამოიჩინეს წელს“, - აღნიშნავს გამოცემა.

2021 წელს ჟურნალმა წლის ქვეყნად იტალია აირჩია - კოროვირუსული პანდემიის ფონზე კარგად გატარებული პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობების აღმოფხვრის გამო. 2019 წელს კი წლის ქვეყნად უზბეკეთი აირჩიეს - გამოცემის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის რეფორმების წყალობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S