
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ქსოვრისის ბიბლიოთეკაში მუსიკალურ–ლიტერატურული კომპოზიცია ,,ფოთოლცვენა'' გაიმართა
17/11/2022 15:45:08 რეგიონები, რეკლამა
16 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ქსოვრისის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა მუსიკალურ–ლიტერატურული კომპოზიცია ,,ფოთოლცვენა'', რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელს მიეძღვნა.
ღონისძიების მონაწილეები გამოირჩეოდნენ მხატვრული კითხვის ოსტატობით, მიზნობრივად შერჩეული ლექსებით. მოსწავლე-ახალგაზრდებმა გააცოცხლეს პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, გაჟღერდა მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
საღამომ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.