Accentnews.ge
წალენჯიხაში შვილი მამას ფიზიკურად გაუსწორდა, მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა

წალენჯიხაში შვილი მამას ფიზიკურად გაუსწორდა, მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა

21/12/2022 09:14:48 სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა.

მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა იგი უკვე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S