
22 მაისის ამინდის პროგნოზი
22/05/2019 02:51:50 სხვა, საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 მაისს დასავლეთ საქართველოში ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 22-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
თბილისში 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.