
"ისინი უბრალოდ კლავენ": ხერსონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს
21/12/2022 16:01:40 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში სოფელ პრავდინოში რუსი ოკუპანტების მსხვერპლთა მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
მისი თქმით, 30 ნოემბერს გათავისუფლებულ სოფელში ნახეს 7 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის მოზარდი გოგოს ცხედარი.
"ისინი უბრალოდ კლავენ" - დაწერა რეზნიკოვმა და კიდევ ერთხელ მითხოვა ტრიბუნალი რუსეთისთვის.