
დანილოვი – ომზე: „მომავალი თვეები შეიძლება, გადამწყვეტი იყოს“
21/12/2022 16:30:52 ევროპა
შემდეგი ორი-სამი თვე შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს რუსეთ-უკრაინის ომში,– ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.
„ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან. ხოლო ვირთხა, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული, ყველაზე საშიშია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ მომენტში“, - განმარტა მან.
დანილოვმა დასძინა, რომ რუსეთი "სვლას გააგრძელებს, რადგან ყველაფერს ჩამოვიდა“და არ შეეცდება ქვეყნისთვის ომის შედეგების შემცირებას.
მისი თქმით, უკრაინა, რომელიც აცნობიერებს გამოწვევებს, ემზადება მაქსიმალურად, მაგრამ სჭირდება პარტნიორების დახმარება:
„დახმარება, რომელიც იყო მარტში, აპრილში და მაისში, არის სრულიად განსხვავებული დახმარება, ვიდრე ჩვენ ამჟამად ვიღებთ”, - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მანამდე დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებს აქვთ რაკეტების მარაგი სამი–ოთხ დარტყმისთვის. ამის შემდეგ, მისი თქმით, მათ ყველა მარაგი ამოეწურებათ.
ამასთან, უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე 10-მდე ხომალდს ტოვებს, თუმცა უკვე მეხუთხე დღეა, მათ შორის „კალიბრის“ მზიდები არ შეინიშნება.