Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

21/12/2022 18:00:03 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S