
უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთს მოიერიშე ჩამოუგდეს
21/12/2022 18:51:49 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე სუ-25 „გრაჩი“ ჩამოაგდეს, იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
„დავალების შესრულების არეალში უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების 25-ე ცალკეულმა საჰაერო–სადესანტო ბრიგადამ ჩამოაგდო რუსული ბრონირებული სუ-25 „გრაჩი“. მტრის თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო სისტემის ეკიპაჟის ძალისხმევით დაეშვა მიწაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის სარდლობის ცნობით, ამ ბრიგადამ უკვე ჩამოაგდო 20 რუსული თვითმფრინავი და 7 შვეულმფრენი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 282 თვითმფრინავი და 267 ვერტმფრენი დაკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი მონაცემებით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ფოკუსირებას ბახმუტისა და ავდიევსკის მიმართულებით და ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით.