Accentnews.ge
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ჯარების დანაკარგებმა 100 ათას ადამიანს გადააჭარბა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ჯარების დანაკარგებმა 100 ათას ადამიანს გადააჭარბა – უკრაინის გენშტაბი

22/12/2022 07:43:10 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსული არმიის დანაკარგებმა 100 ათას ადამიანს გადააჭარბა.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ გასული დღის განმავლობაში ასევე დაკარგა:

  • ტანკი – 3003 (+1 გასული დღის განმავლობაში),
  • ჯავშანტექნიკა 5981 (+2),
  • საარტილერიო სისტემა – 1978 (+6),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 413 (+1),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 212,
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 283 (+1),
  • ვერტმფრენი – 267,
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1693(+5),
  • გემი/ნავი –16,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 4615 (+7),
  • სპეცტექნიკა –178,
  • ფრთოსანი რაკეტა – 653.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს ისაუბრა. აღინიშნა, რომ რუსეთის არმიამ დაკარგა 5937 ადამიანი, თუმცა დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში მოძიებული ცნობები, რომლებიც სავარაუდოდ, ასევე არ ასახავს სრულ სურათს, გაცილებით მაღალ მაჩვენებელზე მეტყველებენ.

დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 13000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S