
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა
22/12/2022 08:03:36 პოლიტიკა, სამართალი
მოსამართლე გიორგი არევაძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა.
„ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, - განუცხადა არევაძემ სააკაშვილს.
აღნიშნულის გამო მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინულიდან დარბაზში მყოფი უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი გადათარგმნის.
ამ დროისთვუის პროცესი შეჩერებულია.