Accentnews.ge
ფაშინიანმა რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

ფაშინიანმა რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

22/12/2022 08:44:14 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

ლაჩინის დერეფანს უწოდებენ ერთადერთ გზას, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

მთავრობის სხდომაზე მან ბაქო ხსენებული დერეფნის "უკანონო ბლოკირებაში" დაადანაშაულა, მოსკოვი კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სამმხრივი (სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი) შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს "ფაქტობრივად არ ასრულებენ".

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის თანახმად, ლაჩინის დერეფანი რუსეთის ფედერაციის ყარაბაღში დისლოცირებული "სამშვიდობო კონტინგენტის" მიერ უნდა გაკონტროლებულიყო, აზერბაიჯანი კი იღებდა ვალდებულებას, დერეფნის გავლით მოქალაქეების, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უსაფრთხოება ყოფილიყო გარანტირებული.

"მე-6 პუნქტი სადღეისოდ ფაქტობრივად არ მუშაობს. დე-ფაქტოდ გამოდის, რომ რუსული "სამშვიდობო კონტინგენტი" არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების გამო ხდება, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის: რუსი "სამშვიდობოების" ძირითადი ამოცანა ხომ მსგავსი უკანონობის არდაშვება უნდა ყოფილიყო, კერძოდ, ლაჩინის დერეფნის კონტროლი", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც დერეფნის ბლოკირებას "მკაფიო შეფასება" მისცა და ამავდროულად, ყარაბაღის მიმართულებითა და ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით "აქტიური მუშაობისკენ" მოუწოდა "გაერო-ს ან ეუთო-ს მისიებს, ანდაც ეუთოს ფაქტების დამდგენ მინსკის ჯგუფს".

ფაშინიანის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულს საკუთარი წინადადებები გადასცა სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე და მზადყოფნა გამოთქვა, ამ შინაარსით დოკუმენტს ხელი მოაწეროს. "ვიმედოვნებ, აზერბაიჯანის რეაქცია დადებითი იქნება" - დასძინა მან.

  • 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის მოქალაქეთა საპროტესტო აქციის გამო ჩაიკეტა, რომლებიც ყარაბაღიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანის შეჩერებას მოითხოვენ.
  • 13 დეკემბერს აზერბაიჯანმა სომხეთიდან ყარაბაღში გაზის მიწოდება გადაკეტა.
  • 14 დეკემბერს სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა სასარჩელო მოთხოვნით, ბაქოსთვის დერეფნის განბლოკვა დაეკისრებინა.
  • ევროსასამართლომ განაცხადა, რომ სერიოზული შეშფოთებით ადევნებს თვალს ლაჩინის დერეფნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S