Accentnews.ge
მაკრონი ევროპას "უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებისკენ" მოუწოდებს

მაკრონი ევროპას "უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებისკენ" მოუწოდებს

22/12/2022 08:48:24 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას "უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებისა და თავდაცვის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისკენ" მოუწოდებს "ამავდროულად ნატო-ში საკუთარი როლის გააქტიურებით". ამის შესახებ იორდანიაში გამართული სამიტიდან პარიზში დაბრუნებულმა საფრანგეთის ლიდერმა "Wall Street Journal"-თან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის მოწოდებას ევროპული თავდაცვის განვითარებისკენ ნატო-ს ალტერნატივად არ თვლის.

"უფრო ძლიერი ევროპა შესაძლებლობას მისცემს კონტინენტს, ალიანსის ფარგლებში უფრო ავტონომიური გახდეს, იმოქმედოს ნატო-ს შინით, ნატო-სთან ერთად, მაგრამ არ იყოს დამოკიდებული ნატო-ზე. ალიანსი - ეს ის არაა, რაზეც უნდა ვიყო დამოკიდებული. ეს ისაა, რაც უნდა ავირჩიო, ის, რასთანაც ვმუშაობ. ჩვენ უნდა გადავიაზროთ ჩვენი ავტონომია. ევროპამ მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიიღოს სამხედრო ტექნოლოგიებისა და თავდაცვის პოტენციალის კუთხით, მათ შორის - აშშ-ისგან" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

წარსულში მას არაერთგზის გაუკეთებია მოწოდებები თავდაცვის მრეწველობაში ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურებისაკენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S