
ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება
22/12/2022 10:48:11 ევროპა
ევროკავშირ-უკრაინის სამიტი მომავალი წლის 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესმდივანმა განაცხადა, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია.
"შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება, და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად" - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა ბარენდ ლეიტცმა.
მისი თქმით, ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნილი მიწვევა არ ნიშნავს, რომ სამიტი აუცილებლად ბრიუსელში გაიმართება.
სამიტის თემა, სავარაუდოდ, იქნება ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთთან ომში. ლიდერები ასევე შეაფასებენ უკრაინის მიერ განვლილ გზას ბლოკში გაწევრიანების პრესპექტივის თვალსაზრისით.