კრამონი: „როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო, აი, როგორ გამოიყურება ის საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ“

22-12-2022 15:06:18 ციტატა

"ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო. აი, როგორ გამოიყურება ის ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კეთილდღეობაზე“.

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ და მიხეილ სააკაშვილთან 2021 წლის ივნისში გამართული შეხვედრის და ასევე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დღევანდელი ონლაინ ჩართვის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები