
2022 წლის მარტიდან Associated Press-ის ჟურნალისტებმა მარიუპოლში 10 000-ზე მეტი ახალი სამარხი აღმოაჩინეს
22/12/2022 12:24:22 ევროპა
Associated Press-ის ჟურნალისტებმა მარიუპოლში 10300 საფლავი აღმოაჩინეს, რომლებიც ქალაქში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სხეული. ითოეულ საფლავში შესაძლოა, რამდენიმე ცხედარი იყოს ჩასვენებული.
გამოძიების დროს ჟურნალისტებმა გამოიყენეს სატელიტური ფოტოები, დრონით და მიწაზე გადაღებული ასობით ვიდეო, ასევე ინტერვიუები მარიუპოლის 30 მაცხოვრებლთან, რომელთაგან 13 ქალაქში რჩება. სამმა სასამართლო არქეოლოგმა, რომელთაც მასობრივი სამარხის შესწავლის გამოცდილება აქვთ ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, დაადასტურა, რომ ანალიზი რეალობის ადეკვატურია დღევანდელ პირობებში.
ყველაზე მეტი, დაახლოებით 8,5 ათასი ახალი საფლავი გამოჩნდა სტაროკრიმსკის სასაფლაოზე, მარიუპოლის გარეუბანში და თითოეული ბორცვის ქვეშ შეიძლება, იყოს მრავალი ცხედარი, – ამბობენ ჟურნალისტები. მარტის დასაწყისიდან მასობრივი საფლავები ასევე გამოჩნდა ახლომდებარე სოფლების – მანგუშსა და ვინოგრადნოიეს სასაფლაოებზე.
საფლავები ჩანს როგორც მიწის ბორცვები, ზოგჯერ ხის ჯვრებით, რომლებზეც სახელები და თარიღებია ამოტვიფრული. მაგრამ უფრო ხშირად, საფლავებთან ფიქსირდება მცირე ზომის მანიშნებელი ხელით მიწერილი ციფრებით, იპოვეს პატარა ტაბლეტები ხელნაწერი ნომრებით. ზოგიერთ ბორცვზე რამდენიმე ასეთი მანიშნებელი იყო, რაც შეიძლება, მიუთითებდეს დამარხული გვამების რაოდენობაზე.
გარდა ამისა, მარიუპოლში არის სამი თხრილი, რომლებიც სამარხად გამოიყენეს. მათ შორის ერთი თავად უკრაინელებმა შექმნეს ქალაქის ალყაში მოქცევის დასაწყისში. ჟურნალისტებს ასევე აქვთ ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები იყენებენ მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილების მოსაწყობად, რომლებიც შემდეგ ამოავსეს.
მარიუპოლის მაცხოვრებლებთან საუბრის საფუძველზე ჟურნალისტები თვლიან, რომ ათასობით ცხედარი სასაფლაოებზეც კი ვერ მოხვდა: 30 გამოკითხულიდან თითოეული იცნობს ვინმეს, ვინც დაიღუპა რუსეთის მიერ მარიუპოლის ალყის დროს.
ლიდია ერაშოვამ საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაიღუპნენ მისი ხუთი წლის ვაჟი არტიომი და შვიდი წლის დისშვილი ანჯელინა დაბომბვის შედეგად. ახლობლებმა ისინი ეზოში დაკრძალეს და მარიუპოლიდან გაიქცნენ. როდესაც ივლისში დაბრუნდნენ ბავშვების ხელახლა დასამარხად, გაიგეს, რომ მათი ცხედრები უკვე ამოთხრილი იყო და საწყობში გადაიტანეს. იდენტიფიკაციის შემდეგ, ახლობლებმა ისინი სტაროკრიმსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ახლა ერაშოვა კანადაშია.
მაისის ბოლოს, როდესაც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს მარიუპოლი, ქალაქის უკრაინულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე, 25 000 ადამიანი დაიღუპა ალყის დროს. Associated Press-ის რესპონდენტები იმ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც დოკუმენტურად აღრიცხავდნენ რუსული ხელისუფლების მიერ ქალაქის ქუჩებში ცხედრების შეგროვებას, ამბობენ, რომ
დაღუპულთა რეალური მაჩვენებელი სულ მცირე, სამჯერ მეტია.
მარიუპოლი რუსულმა ჯარებმა 2022 წლის მაისში აიღეს თითქმის სამთვიანი სასტიკი დაბობვისა და ბრძოლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში სახლებისა და სხვა ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - შეფასებები მერყეობს რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ათეულ ათასამდე.
უკრაინა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთს მარიუპოლში ჩადენილ უამრავ სამხედრო დანაშაულში ადანაშაულებენ. მათ შორისაა სამშობიარო სახლის დაბომბვა და თავდასხმა დრამატულ თეატრზე, სადაც ხალხი იმალებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ბრალდებებს ყალბს უწოდებს.