
"აღარ გავიმეორებ": გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს გირაო შეეფარდა
22/12/2022 13:17:26 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი იოსებ სირაბიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლემ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
"ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად, დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება", - დაჰპირდა მოსამართლეს სირაბიძემ.
19 დეკემბერს ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სირაბიძე გიორგი კირთაძეს თავს დაესხა. მან კირთაძეს კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.