
უსაფრთხოების გარანტიები უნდა გავრცელდეს, მათ შორის, საქართველოზე – მაკრონი
22/12/2022 14:01:36 ევროპა, პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და რუსეთთან ერთად უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც.
„როდესაც მე ვსაუბრობ გარანტიებზე, ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე და ასევე რუსეთზე“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ უნდა უზრუნველყოს ამ რეგიონისა და მთელი ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება.