
კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
22/12/2022 15:30:55 სამართალი
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება.
მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ჰქონდათ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.