
მედია–მარიუპოლში 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს
22/12/2022 16:36:47 მსოფლიო
მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს, – იუწყება AP.
გამოცემის ინფორმაციით, საფლავების უმეტესობა მდებარეობს „სტარი კრიმის“ სასაფლაოზე.
საერთო ფართობი, სადაც საფლავებია განთავსებული, 51 500 კვადრატულ მეტრზე მეტია.
გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება დრონების გამოყენებით და გადაიღეს, თუ როგორ იყენებდნენ რუსები მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილებისთვის, რომლებიც შემდეგ ივსებოდა.
AP აღნიშნავს, რომ მასობრივი საფლავების ტერიტორიაზე, ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, ერთი საფლავია.