Accentnews.ge
გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

22/12/2022 18:00:13 მსოფლიო

გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის დაკავების სანქცია ქვეყნის ფედერალურმა სასამართლო პალატამ გასცა.

გერმანული მედია დაკავებულს კარსტენ ლ-დ მოიხსენიებს. აღნიშნული პირი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა რუსეთის სპეცსამსახურებს წელს გადასცა ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა.

„რუსეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს აქტორთან, რომელიც გამოირჩევა უპრინციპობითა და ძალადობისთვის მზადყოფნით. ყველა გასაჯაროებული დეტალი მეტოქეს მისცემს უპირატესობას გერმანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვაში“, – განაცხადეს გერმანიის პროკურატურაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S