
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა
23/12/2022 06:10:05 პოლიტიკა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
მან შესაბამისი გადაწყვეტილება მედიკოსების რჩევის შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის: დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.