Accentnews.ge
ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ ხელდასმული ადმინისტრაციის უფროსი ააფეთქეს

ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ ხელდასმული ადმინისტრაციის უფროსი ააფეთქეს

23/12/2022 07:56:26 მსოფლიო

უკრაინის ხერსონის ოლქის რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ქალაქ კახოვკაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაბა ლიუბიმოვკის ადმინისტრაციის მოსკოვის მიერ ხელდასმული უფროსი ანდრეი შტეპა დაიღუპა, - იუწყება რუსული სახელმწიფო მედია.

მისივე ინფორმაციით, მანქანაში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, წინასწარი ინფორმაციით - დაცვის წევრი ან მძღოლი, რომელიც ასევე გარდაიცვალა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. "ვაგნერის" უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ასოცირებული ტელეგრამ-არხი "Grey Zone" კი ირწმუნება, რომ აფეთქება უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა მოაწყო, თუმცა ამის მტკიცებულებად არაფერი მოჰყავს.

56 წლის შტეპა ლიუბიმოვკის ადმინისტრაციის უფროსად ივლისში დანიშნეს. მისი ბიორგრაფია უცნობია.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში რეგულარულად ხორციელდება თავდასხმები მოსკოვის მიერ დანიშნულ სხვადასხვა ჩინოსნებზე. უკვე ბევრი მათგანია მოკლული. კიევი ამ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას ოფიციალურად არ იღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S