Accentnews.ge
გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

23/12/2022 08:02:28 პოლიტიკა, სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ კლინიკა „ვივამედთან“ მოხდა.

მოქალაქემ გიული ალასანიას შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როც იგი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

კაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.

კაცი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S