Accentnews.ge
პატარძეულთან ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy

პატარძეულთან ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy

23/12/2022 08:56:52 ეკონომიკა

ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ Block Energy-მ, რომელიც პატარძეულის, ნორიოს და საცხენისის საბადოებზე ნავთობს და ბუნებრივ აირს მოიპოვებს, პატარძეულთან ახლოს ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა, - ამის შესახებ, BM.GE-ს ცნობით, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი.

როგორც ირკვევა, პატარძეულში არსებულ კიდევ ერთ ჭაბურღილთან, JSR-01-თან შედარებით, უახლესი ჭაბურღილი 470 მეტრით უფრო ღრმაა - ამასთანავე, ის გარკვეული კუთხით გაიბურღა, რამაც კომპანიას სხვადასხვა შრეების შესწავლის საშუალება მისცა. შეგახსენებთ, რომ პატარძეულის საბადო, Block Energy-მ 2020 წელს შეისყიდა, მაგრამ ნავთობს აქ საბჭოთა კავშირის დროსაც მოიპოვებდნენ - 1975-1985 წლებში, აქ 98 მილიონი ბარელი იქნა მოპოვებული.

აღნიშნული ჭაბურღილიდან ნავთობის მოსაპოვების პერსპექტივას Block Energy ოქტომბრის ბოლომდე სწავლობდა - ბოლო შემოწმებისას, ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S