
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა
23/12/2022 11:39:49 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, კლინიკა "ვივამედში" უკრაინის კონსულმა მოინახულა. მან კლინიკა კომენტარების გარეშე დატოვა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, პოლიტიკოსების ნაწილი და ადვოკატები აცხადებენ, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას მოითხოვენ. ისინი ექს–პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
შემდეგი პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა. დასაკითხი მოწმეების რაოდენობის დ,ა მოცულობითი საქმის მასალებიდან გამომდინარე კი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შიშობენ, რომ სხდომების გაჭიანურება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება.