
ნაძალადევში მკვლელობა მოხდა
23/12/2022 12:26:13 სამართალი
თბილისში, ნაძალადევში 45 წლამდე კაცი მოკლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.
„მე პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.