Accentnews.ge
"მოსკოვმა მეტისმეტად მკაფიო დღის წესრიგით გამოგზავნა": ბაქო რუბენ ვარდანიანის მიერ ყარაბაღის დატოვებას მოითხოვს

"მოსკოვმა მეტისმეტად მკაფიო დღის წესრიგით გამოგზავნა": ბაქო რუბენ ვარდანიანის მიერ ყარაბაღის დატოვებას მოითხოვს

23/12/2022 13:30:31 კავკასია

ოფიციალური ბაქო მოითხოვს, ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმა, რომელიც მანამდე რუსეთში მოღვაწეობდა, შემოდგომაზე კი რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, მთიან ყარაბაღში გადაბარგდა და 4 ნოებრიდან იქაურ თვითგამოცხადებულ მთავრობას ჩაუდგა სათავეში, ყარაბაღი დატოვოს.

ეს მოთხოვნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

მანამდე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ არ აპირებს ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოების თემის განხილვას ვარდანიანთან, რომელიც "მოსკოვში ყარაბაღიდან მეტისმეტად მკაფიო დღის წესრიგით გამოგზავნეს".

ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S