აშშ–ის ელჩი: „მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ ეშლებოდეთ“
23/12/2022 15:57:40 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელ, მედიამენეჯერ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, განსაკუთრებით არსებულ პოლარიზებულ გარემოში და მაშინ, როდესაც მედიასივრცე მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური ჩარევით.
მისი თქმით, გვარამიას საქმის ირგვლივ იმთავითვე დაისვა კითხვები, მათ შორის – ბრალდებებზე და შერჩეული სასჯელის ადეკვატურობაზე ბრალდებასთან მიმართებით.
„ბატონ გვარამიას საქმის თაობაზე ჩვენ დასწყისშივე გავცახდაეთ, რომ არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საკითხი გადაწყვეტილია მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ“,– თქვა ელჩმა და დასძინა, „მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს არ ეშლებოდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელი“.
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასჯელს იხდის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
იხილეთ ასევე:
ომბუდსმენის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლი ირღვევა
გვარამიას საქმე ევროპარლამენტის რეზოლუცი მოხვდა


