Accentnews.ge
„ბირჟა მაფიის“ საქმე: ქებურიამ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

„ბირჟა მაფიის“ საქმე: ქებურიამ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

23/12/2022 19:22:42 სამართალი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საერთო სასამართლოებში „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას 4 წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა. დავის ფარგლებში ქებურია საქართველოს გენპროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა“, – აცხადებს GDI.

გიორგი ქებურია ე.წ „ბირჟა მაფიის“ საქმეზე 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას ნარკოტიკულ დანაშაულს ედავებოდა. ქებურიას წინააღმდეგ სისხლის სამართებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს თავად პრკურატურის ინიციატივით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S