Accentnews.ge
კალაძე – მეუფე იაკობის განცხადებაზე: "ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირების კამპანიაა"

კალაძე – მეუფე იაკობის განცხადებაზე: "ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირების კამპანიაა"

28/10/2019 04:26:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი იყოს. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა "კვირის თემაში" განაცხადა.

"მგონია, რომ ეს არის მცდელობა, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ჩამოაგდონ გარკვეული არასასიამოვნო ურთიერთობა. ამიტომ, ნამდვილად არ მინდა, მაგ თემაში შესვლა. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს საპატრიარქოსთან, ჩვენს უწმინდესთან, სარწმუნოებასთან, შესაბამისად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ კამპანიის და მგონია რომ ეს არის კამპანია, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მეუფე იაკობის განცხადებით, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, რომელშიც მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულნი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S