Accentnews.ge
დავითაშვილი: "წყალტუბოში კატარული ინვესტიციით სასტუმროები გაიხსნება"

დავითაშვილი: "წყალტუბოში კატარული ინვესტიციით სასტუმროები გაიხსნება"

26/12/2022 13:51:54 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წყალტუბოში კატარული ინვესტიციით მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ბიზნესშია და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“, რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. იქნება როგორც სამი, ოთხი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანწილად წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები, იმ კვლევის და შესწავლების შესაბამისად, რაც ჩვენ კოლიაჟთან ერთად გავაკეთეთ და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომელიც გვჭირდებოდა წყალტუბოს გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევად“ , - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის საპრივატიზაციო თანხა 12 მლნ. იქნება.

„იცით, რომ მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ის, რომ სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა. დღეს ეს წყლები ხელმისაწვდომია, როგორც კერძო პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია უბრალოდ მომსახურება მიიღოს წყალტუბოში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს საოპერაციო საქმიანობა. ასევე, ყველა იმ დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და მართლაც ამ გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში და საკმაოდ პოპულარული იყო. ასე, რომ აქაც ჩვენი ხუთი ობიექტის განვახორციელებთ და ეს იქნება მინიმუმი. საპრივატიზაციო თანხა არის 12 მლნ. 35-მლნ.-მდე საინვესტიციო ვალდებულებებით, დამატებით უბრალოდ, რა თქმა უნდა, გეგმაში არსებობს მინიმუმ ვალდებულებებზე მეტს კომპანია/ინვესტორი განახორციელებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S