Accentnews.ge
რუსეთმა "Bellingcat"-ს გამომძიებელ ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა "Bellingcat"-ს გამომძიებელ ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა

26/12/2022 14:39:04 მსოფლიო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია "Bellingcat"-ს გამომძიებელ ჟურნალისტ ხრისტო გროზევზე ძებნა გამოაცხადა, – იუწყება "მედიაზონა".

მას ბრალად "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება“ ედება.

"Bellingcat" აქვეყნებს მასალებს, რომლებშიც ხშირადაა მოხსენიებული სპეცსამსახურები, ცნობილი პოლიტიკოსები და ფინანსისტები. "Bellingcat"-ის საგამოძიებო მასალებს შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებები.

ზაფხულში რუსეთის უშიშროების სამსახურმა (ФСБ) განაცხადა, რომ გროზევს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს უკრაინის დაზვერვის ოპერაციასთან. ივლისში ФСБ იუწყებოდა, რომ ჩაშალა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების გატაცებას ითვალისწინებდა.

ხრისტო გროზევი ბულგარული წარმომავლობისაა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი ევროპაში ცხოვრობს. "Bellingcat"-თან გროზევი 2015 წლიდან თანამშრომლობს.

"Bellingcat" 2014 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა ელიოტ ჰიგინსმა დააარსა. ორგანიზაციის სათავო ოფისი ჰოლანდიაში მდებარეობს. ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "Bellingcat" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S