Accentnews.ge
პროკურატურამ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

26/12/2022 15:19:19 სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

„ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთის ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი, თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S