Accentnews.ge
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

27/12/2022 06:07:48 სამართალი

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S