Accentnews.ge
ოკუპირებულ მაკეევკაში რვასულიანი ოჯახი ამოხოცეს

ოკუპირებულ მაკეევკაში რვასულიანი ოჯახი ამოხოცეს

27/12/2022 07:48:57 ევროპა

უკრაინის დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მაკეევკაში რვასულიანი ოჯახი ამოხოცეს. მოკლულთა შორის ოთხი ბავშვია, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი – ერთი წლის.

სავარაუდოდ, მკვლელობისთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

„თითოეულ მსხვერპლს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ყველაზე მცირეწლოვანს თავის არეში ჰქონდა ნასროლი. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია 5,45 კალიბრის 40 გილზა“, - იუწყება მედია.

მედიის ცნობით, ბოროტმოქმედებმა მკვლელობის შემდეგ ოჯახის მსუბუქი ავტომობილი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.

საოკუპაციო ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს იყო „ბანალური ძარცვა“ და რომ უკვე დაკავებულია „კალინინსკის მიკრორაიონის სამი მკვიდრი, ნასამართლეობის მქონე პირები, რომელთაც „აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ ძვირფასეულობის და მანქანის გატაცება სურდათ“.

ამ ამბავს უკრაინელი ბლოგერი და ჟურნალისტი დენის კაზანსკი გამოეხმაურა და გაიხსენა, რომ ამჟამად უკრაინაში საბრძოლველად გადმოსროლილი ჰყავთ რუსი მსჯავრდებულები, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები.

"დახვრიტეს 8 კაციანი ოჯახი, მათ შორის ბავშვები. როგორც ჩანს, ამიტომ არიან გათავისუფლებული რუსული ციხეებიდან ბანდიტები, მოძალადეები და მკვლელები, რომლებსაც იარაღი გადასცეს და დონბასში გაგზავნეს", - წერს ის.

მანამდე მედია წერდა, რომ ხარკოვის ოლქში რუსი სამხედროები ესროდნენ 15 მანქანისგან შემდგარ კოლონას, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S