
აზერბაიჯანმა მიიღო პირველი საკონტეინერო მატარებელი უზბეკეთიდან, რომელიც, მათ შორის, საქართველოს გავლით ევროპაში გაიგზავნება
27/12/2022 08:47:59 კავკასია
საკონტეინერო მატარებელი პირველად ჩავიდა ბაქოში მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტის CASCA+ –ის ფარგლებში.
როგორც განიმარტა, CASCA+ შეიქმნა საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში "აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები: ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი,თურქმენეთი,აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ევროპა".
აღინიშნა, რომ კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში გადაზიდეს გემით „ბალკანი“.
როგორც განმარტეს, საკონტეინერო მატარებელი „შედგება 91 კონტეინერისგან. თითოეული 20 ფუტია. ტვირთი სპილენძის კონცენტრატით ბაქოდან ბულგარეთის პორტ ბურგასში გადაიგზავნება“.
აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მატარებელი 4 000 კილომეტრზე მეტ საერთო სიგრძის მარშრუტზე – უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი / ევროპა – იმოძრავებს.