
უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის ტენდენცია თბილისიდან ახლომდებარე ქალაქებზეც გავრცელდა
27/12/2022 10:20:42 ეკონომიკა
თბილისში უძრავი ქონების ფასის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. „თბილისი კაპიტალის“ ნოემბრის თვის მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების მოცემულობამ 2021 წლის მაჩვენებელს 12%–ით გადააჭარბა, თუმცა მცირე კლება დაფიქსირდა თვიურ ჭრილში და ოქტომბერთან შედარებით 2%–ით შემცირდა ბინების გაყიდვის მაჩვენებელი. ფასების ზრდას მიგრანტთა შემოსვლას უკავშირდება.
თბილისის კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ზოგადად, ამგვარი მერყეობა ბაზარს ახასიაებს და 2%–იანი შემცირება არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ბინებზე მოთხოვნა შემცირდება. მეტიც, მოლოდინი აქვთ, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა სამომავლოდაც გაგრძელდება.
კვლევის მიხედვით, თბილისში კვატრადულის ღირებულება საშუალოდ $1015–ია – 23%–ით მეტი, ვიდრა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად ახლად აშენებულ ბინებს ყიდულობენ. კერძოდ, ნოემბერში 777 ახლად აშენებული ბინა გაიყიდა – 20,5% –ით მეტი, ვიდრა წინა წელს.
რაც სეეხება ძველ ბინებს, აქ ყიდვა–გაყიდვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10,6%–ით აღემატება.
უბნების მიხედვით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადად საბურთალო, დიდი დიღომი, გლდანი რჩება. უბანი, სადაც მოთხოვნა 23%–ით არის შემცირებული, სამგორია.
ქირის ფასი გასულ წელთად შედარებით 116%–ით არის გაზრდილი, რაც ისტირიული მაქსიმუმია და ელიან, რომ ტენდენცია შენარჩუნდება.
გაზრდლია მოხოვნა კომერციულ ფართებზეც. როგორც სამშენებლო კომპანიები აღნიშნავენ, სულ უფრო მეტად იზრდება იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა რაოდენობა, რომლებიც საოფისე ფართებს ეძებენ. გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით აქცენტი ორ ფაქტორზე მახვილდება: კოვიდის შემდეგ კომპანიების ნაწილი დისტანციური სამსახურებიდან ოფისებში ბრუნდებიან, მეორე კვლავ მიგრანტებს უკავშირდება. სავაჭრო ცენტრებში კომერციულ ფართებზე ფასები 35%–ითაა გაზრდილი, ბიზნეც–ცენტრებში – 7%–ით.
იგივე ტენდენცია შეინიშნება ახლომდებარე ქალაქებშიც. მაგალითად, რუსთავში თუ ადრე კვადრატული მეტრის ფასი $650–ის ფარგლებში მერყეობდა, ახლა %750–800–ს აღწევს. თუ ბინის დაქირავება 400–500 ლარად იყო შესაძლებელი, ამჟამად 700–800 ლარამდეა გაზრდილი.