Accentnews.ge
რა გეგმა აქვს კალაძეს მეორე ვადით მერობასთან დაკავშირებით

რა გეგმა აქვს კალაძეს მეორე ვადით მერობასთან დაკავშირებით

28/10/2019 06:53:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დედაქალაქის მერ კახა კალაძეს მეორე ვადით მერობა არ სურს. ამის შესახებ მან გადაცემა „კვირის თემაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ვიტყვი „არას“. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S