Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა – ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა – ეკა ხერხეულიძე

27/12/2022 13:29:15 სამართალი

ენმ–ის წევრ ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს უამბო „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მან ჩხრეკის მიზანი არ იცის.

„ჩატარდა ჩხრეკა, შედგა ოქმი. მთხოვა, მედიის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის. უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით არავის გვაქვს პრეტენზია, მაგრამ რას ემსახურება პერიოდის ამ მონაკვეთში მიღებული ზომების გამკაცრება, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი“,– თქვა ხერხეულიძემ.

პენიტენციურ სამსახურს ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S