პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაესწრო ზურაბიშვილი პრემიერის ანგარიშის წარდგენას
27/12/2022 13:38:51 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას არ დასწრებია.
"პრეზიდენტი არასოდეს ესწრება პრემიერის წლიურ ანგარიშს, ამიტომ, დღესაც არ დასწრებია. ისევე, როგორც წინა წლებში და როგორც წესია, ამ ღონისძიებას წელსაც დაესწრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა", - განუმარტეს ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასწრებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია "ელჩების კონფერენციას", მიზეზად ადმინისტრაციამ განმარტა, რომ დარღვეული იყო პროტოკოლით გათვალისწინებული წესები.
იხილეთ ასევე: ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "დაუშვებელია პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული წესების უხეში დარღვევა"


