
ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი დაეცა
27/12/2022 14:04:28 ევროპა
ბუნებრივი აირის ფასმა ევროპის ბაზარზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია ივნისის შემდეგ.
ნიდერლანდის ბირჟაზე საკონტრაქტო ერთი მეგავატსაათი აირის ვირტუალური საბაზრო ფასი იანვრისთვის 80 ევროს უდრის.
ეს მაჩვენებელი საორიენტაციოა საერთოევროპული ფასისთვის.
ფასის დაცემა გამოიწვია მათ შორის, ზამთრის შედარებით თბილმა ამინდებმა, რის გამოც მოხმარება დაეცა.
ზაფხულში მეგავატსაათი გაზის ფასმა 345 ევროს მიაღწია. ამის მიზეზი უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მოსკოვის მხრიდან გაზის იმპორტის შეფერხება და აირის მარაგების შევსების მიზნით მისი დიდი რაოდენობით მოხმარება გახდა.