
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
27/12/2022 14:10:02 ეკონომიკა
27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8800 ლარი გახდა.
0.52-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2576 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.44 თეთრი შეადგინა.