Accentnews.ge
უკრაინაში კიდევ ერთ რუს ოლიგარქს დაუყადაღეს ქონება

უკრაინაში კიდევ ერთ რუს ოლიგარქს დაუყადაღეს ქონება

27/12/2022 15:36:33 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღა. ქონების ღირებულება დაახლოებით, 2 მილიარდი გრივნაა.

„საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დადგინდა რუსეთის ფედერაციის მიწისქვეშა საწყობების ადგილმდებარეობა, სადაც ინახებოდა 160 ათას ტონაზე მეტი უკრაინული რკინის საბადო.

დამალული ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს“ , - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ნაპოვნი რკინის მადნის პარტია ეკუთვნის რუსი ოლიგარქის კომპანიას, რომელიც კრემლის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ალიშერ უსმანოვის შიდა წრის წევრია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S